თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2019, 21:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 8
"მათ აუცილებლად იხილავთ შემადგენლობაში"
ოლე გუნარი აკადემიელებზე საუბრობს.
ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, "კრისტალ პალასთან" შესაძლოა, რომ სამი აკადემიელი ვიხილოთ. "იუნაიტედს" რთული პერიოდი უდგას და ბევრი ფეხბურთელი აღმოჩნდა ლაზარეთში, მაგრამ ნორვეგიელ მწრთვნელს ეს არ აშინებს:

"დიახ, დღეს ეს ბავშვები ვარჯიშებზე შემოგვიერთდნენ, ასე რომ მათ შემადგენლობაში აუცილებლად იხილავთ."

"უკვე დიდი ხანია ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ. ანხელი ძალიან კარგი იყო ინგლისის 17-წლამდელებში. დარწმუნებული ვარ, რომ თუ შანსს მიიღებს ძალიან კარგად გამოიყენებს."

"გარნერი პატარა მაიკლ ქერიკია, 20 წლით ახალგაზრდა ქერიკი. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც შეუძლია კარგად თამაში, ისევე როგორც ჩონგს. ის აუცილებლად გააოცებს და ჩამოიტოვებს ბევრ ფეხბურთელს, თუ მოედანზე ვიხილავთ, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი დღეს ის არის, რომ ეს ბავშვები მზად არიან."

"16-17 წლის ასაკში დაცვაში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივდება, როცა შეტევას ეხება საქმე. უბრალოდ მიდიხარ და საკუთარ თავს გამოხატავ, ეს შენი შანსია. შეიძლება, რომ შენი დამსახურებით თამაში მოიგონ, მაგრამ შენ გამო მატჩს არ წააგებენ, ასე რომ ფსიქოლოგიური წნეხი ნაკლებია."

"სკოტი და ენდი წინა თამაშში ფანტასტიკურები იყვნენ. ყველას მოვუწოდებ, რომ მზად იყვნენ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღონ შანსი."

"რაც შეეხება "კრისტალ პალასს", ისინი ძალიან, ძალიან კარგები არიან და, რა თქმა უნდა, "ლესტერთან" მათი გამარჯვება შთამბეჭდავი იყო. ვიცით, რომ ბურთი კარგად უნდა ვაკონტროლოთ და ისინი გავტეხოთ. ვიცით, რომ კონტშეტევებზე ძლიერები არიან. მათ ფორვარდებს საკმაოდ კარგი სისწრაფე და მოქნილობა აქვთ, ასე რომ კონტრშეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ და მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
26 თებერვალი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
იკარდიზე დაწერა სქაიმ და დადეთ
1
№2
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2019 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: solskjaer
იკარდიზე დაწერა სქაიმ და დადეთ

არაამქვეყნიურად მინდა რო ვიყიდოთ:))
2
№3
ავტორი: dybbuk
26 თებერვალი 2019 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მე ყველაზე მეტად გომესი მომწონს, ტექნიკურია და სწრაფი, იმედია გამოიყენებენ შანსს ეს ახალგაზრდები, ორმაგად სასიხარულოა როცა აკადემიის ბიჭები ღირსეულ ძირითადის წევრებად ყალიბდებიან. იმედია პერერიები არ დაემართებათ და არ გაგვიცრუებენ იმედებს, როგორც ამ ბრაზილიელის მეიმედებოდა მეც და კიდევ ბევრს, ანდრეასი გასაშვებია, აწი რომ მისგან მანიუს დონის იგროკი დადგება მე აღარ მჯერა, ნეტა ვცდებოდე მაგრამ ამის არანაირი საფუძველი აღარ არსებობს სამწუხაროდ ჩემი აზრით
1
№4
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2019 23:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან მაგარი კაცი ხარ ოლე , აი კიდევ ერთხელ მწყდება გული გრინვუდზე
0
№5
ავტორი: Mike
26 თებერვალი 2019 23:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
გარნერი და ჩონგი ათამაშოს, საინტერესო იქნება
0
№6
ავტორი: solskjaer
27 თებერვალი 2019 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
მეც ხო ცენზურაია მარა მაგაზე ძაან ფეხბურთელი არ მევასება იმენა ჩვენი სტილია რა თან ლუკაკუსთვისაც უკეთესი იქნება ინტერში გაიხსნება
ციტატა: ikeoni
ციტატა: solskjaer
იკარდიზე დაწერა სქაიმ და დადეთ

არაამქვეყნიურად მინდა რო ვიყიდოთ:))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2019 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გრინვუდს რა ცუდ დროს აქვს ტრავმა
0
№8
ავტორი: krekera
27 თებერვალი 2019 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ ფელიქსიი მინდაა, ტიპი რაგაც საოცრებებს აკეთებს დაჟე სანჩოზე ბევრად ნიჭიერი და ჩამოყალიბებულია, გაიმეტონ რა ბლინ ეს ფული ამ ჟმოტებმა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top