თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2018, 18:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1364,
კომენტარები: 7
"ნაპოლიმ" კულიბალის ფასი დაადო
"იუნაიტედს" დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
კალიდუ კულიბალი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი სატრანსფერო სამიზნე იქნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა სენეგალის ნაკრების ფეხბურთელის საფასური უკვე გაიგეს.

"წითელი ეშმაკები" ჯერ კიდევ ზაფხულიდან ეძებენ მაღალი კლასის მცველს, მაგრამ მაშინ კლუბის ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოს მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ ისურვა.

თუმცა, ახალი სეზონის ცუდად დაწყებამ და გუნდის დაცვის ცუდმა თამაშმა - პრემიერ ლიგის 16 მატჩში გაშვებული 26 გოლი - ხელმძრვანელობას სინანულის გრძნობა გაუჩინა და გადაწყვეტილების შეცვლას აპირებენ. მოსალოდნელია, რომ იანვარში "იუნაიტედი" ვითარების გამოსწორებას ეცდება.

"იუნაიტედის" წარმომადგენლებმა "ნაპოლის" მცველის ტრანსფერის თაობაზე უკვე გამართეს შეხვედრა იტალიელ კოლეგებთან.

ნეაპოლელების პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ცხადად განაცხადა, რომ კალიდუ გუნდის განუყოფელი ნაწილია და არც ფულის საჭიროებას განიცდის, ამიტომ მხოლოდ დიდი თანხის ოდენობით გაკეთებულ შეთავაზებას განიხილავს.

კულიბალის მისაღებად "ეშმაკებს" მცველში გადახდილი თანხის რეკორდის გაუმჯობესება მოუწევთ - იტალიელები უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" გადაუხადა ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერში.

ამჟამად დე ლაურენტისს კულიბალიში 90 მლნ. ფუნტზე მეტის აღება სურს, მაგრამ "ნაპოლიმ" შეიძლება დასწიოს თანხა, თუკი 11 დეკემბერს "ლივერპულთან" 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავა.

კულიბალის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს კლუბთან, რაც "ნაპოლის" საგრძნობ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებების წარმართვისას.

წყარო: the times
ახალი ამბები, ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
9 დეკემბერი 2018 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 345
ჩელსი ეჩალიჩება ამას და მოლაპარაკებებს აწარმოებსო
0
№2
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7157
Au Ra magrad minda Ro Es viyidot
0
№3
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2018 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4111
იყიდეთ ეხლაა ჰაა ვიღაც "უნდერკინდებს" რო დასდევთ ყველაფერი უნდა გააკეთოთ და ესეთი იგროკები იყიდოთ
0
№4
ავტორი: gela-manchesteri 20
9 დეკემბერი 2018 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
იმედია ვიყიდით
0
№5
ავტორი: Phil Jones
10 დეკემბერი 2018 17:45
  • სიახლეები: 7
  • კომენტარები: 1295
ამ თემაშიც ვიჩაგრებით ცოტა, 1-2 წლის მერე იუვემიადგება ან ბაიერნი და 15-20 მილიონად იყიდის, ჩვენ ფფულის ტომარად აღგვიქვავენ, რეალურად ეგრეცაა, მაგრამ შეიხებივით არაადეკვატურადაც არ ხარჯავენ, მოკლედ არც აქეთ ვართ არც იქეთ :((
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2018 20:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7223
ძაან გაუჭირდებათ ამის ყიდვა
0
№7
ავტორი: MANUTD FAN.
11 დეკემბერი 2018 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 492
უეჭველი უნდა იჩალიჩონ და იყიდონ იმენა ნომერი პირველია ბოლო წლებია პროსტა ვერავინ ხედავდა და ღირს ეგ ფული მეტიც ღირს რო მოითხოვონ უეჭველი დასათრევია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი
სიტი
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი
ჩელსი
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
სიტი24 აპრილი
ჩელსი28 აპრილი
ჰადერსფილდი5 მაისი

წინა მატჩები

21 აპრილი 2019, 16:30
ევერტონი4
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
16 აპრილი 2019, 23:00
ბარსელონა3
იუნაიტედი0
ჩემპიონთა ლიგა
13 აპრილი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ვესტ ჰემი1
პრემიერ ლიგა
ევერტონი21 აპრილი
ბარსელონა16 აპრილი
ვესტ ჰემი13 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top