თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2018, 23:55
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 2374,
კომენტარები: 13
ელარდაისი: "მარსიალი "იუნაიტედის" შესაფერისი არ არის"
"ევერტონის" "ვესტემის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა მარსიალი გააკრიტიკა.
ელარდაისი:
სემ ელარდაისმა დღევანდელი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ფრანგი შემტევი მარსიალი "იუნაიტედის" შესაფერისი ფეხბურთელი არ არის.

"ვფიქრობ, რომ მარსიალი "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელი არ არის. გუნდს ალექსის სანჩესი აკლდა და ლიდერობა მარცხენა ფლანგზე მარსიალს უნდა აეღო, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. ჟოზე მას ენდო, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ მარსიალი არაფრის მაქნისია.

იმედი მაქვს სანჩესი გუნდს მალე დაუბრუნდება და შეძლებს "იუნაიტედს" ქულები მოუპოვოს. მე რომ ჟოზეს ადგილას ვყოფილიყავი მარსიალს გუნდიდან გავუშვებდი
" დაასრულა ბოლოს ელარდაისმა

წყარო:101gratgoals
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
19 აგვისტო 2018 23:59
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: MoiSaa
აი ამას ქვია გაკრიტიკიება, თანაც ტყუილი არაფერი არ უთქვამს

სტატიაში შეცდომებია. შემდეგში უხარისხო სტატიები წაიშლება. გმადლობთ დახმარებისთვის.
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
20 აგვისტო 2018 00:32
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
როცა გუნდში იყო გიგზი,სქოულზი,კინი,ბექემი,ვან პერსი, ნანი, და აღარ ჩამოვთვლი,რათქმაუნდა მარსიალი არაა უნაიტედის შესაფერისი. ან რომელია ეგეთი რო? დარმიანი? იანგი? ფელაინი?როხო?სმოლინგი? ჯონსი? ბაი?ლინდელოფი? ერერა? მატიჩი? აი ეს ნაყარნუყარი ფეხბურთელები უნდა გაიყოდო და მოიყვანო გუნდში 2-3 ჰაი კლასის ფეხბურთელი. ოღონდ მოურინიო არუნდა დატოვო. ამასთან არცერთი ჰაი კლასის ფეხბურთელი არ ითამაშეს. ადრე ყველა გუნდს ყავდა ვარსკვლავი და უნაიტედი რათქმაუნდა შედიოიდა ვარსკვალვურ გუნდებში. ბარსელონა(მესი,კოუტინიო,სუარესი) რეალი(ბეილი,კროსი,მოდრიჩი,რამოსი,ვარანი,კარვახალი) ივენტუსი(დიბალა,რონალდო,კოშტა) ლივერული(სალაჰი,მანე,ფირმინო) და უნაიტედი(დამისახალეთ ჰაი კლასის 1 ფეხბურთელი მაინც. პოგბას გარდა.)

ოღონდ ახლა არ დაიწყოთ,მანე და სალაჰი რომელი ჰაი კლასიაო. ფაქტია რო არიან, ტოლსწორად და ხშირ შემთვევაში ჯაბნიან მეტოქეს თუნდაც იგივე სისწრაფეში და ნუ ლივერუპი რასაც კომბინირებს,უნაიტედი იგივე დროში ბურთის უმისამართო მოგერიებას უნდოდა. პროსტა რამოხდება ფერგი გამოჯამრთელდეს და მხოლოდ 1 სეზონი თხოვონ და დაბრუნდეს გუნდში რა. ერთი დავინახავ კარგად,ვინ ვერ ან არ ითამაშებს ბოლომდე და არ იბრძოლებს "სისხლის ბოლო წვეთამდე"
0
№3
ავტორი: stepno
20 აგვისტო 2018 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარსიალის იმედია აღარ მაქ მე ტყუილად ვიიმედებდი თავს ისედაც გულის სიღრმეში მეჯერა და ვიცოდი რომ მართლა არ არის ეს ბიჭი მანჩესტერის დონის და კიდევ მანჩესტერის ფეხბურთელების 60 პროცენტი მინიმუმ მაგრამ აბა ვის ესმის?? ფრედი და დალოტი ჩვენი სასწაული ტრანსფერებიი ამ ფრედის კოჭებში ეტყბა რაც არის რა არც თავიდან არ ვამყარებდი იმედებს მოკლედ საქმე უკან და უკან მიდის და იმის მაგივრად რო გვეშველოს მგონიი მილანს ვემსგავსებით. ბიჭებოო თქვენ ხვდებით უბრალოდ რამხელათი დაბლა ვდგავართ დღევანდელ სიტიზე ან ლივერპულზეე??? თუმდაც ჩელსიზეე უყურეთ თამაშებს? მშურს უბრალოოდ რაა სიტისი ლივერპულის და ჩელსისიც კი მშურს ტიპები ლაღად თამაშობენ აშკარად ეტყობათ რომ ფაორიტები არიან არანაირი უაზრო პასები უკან და უაზრო გრძელი გადაცემები, თავისი საქმე იციან და ასრულებენ ხუთიანზეე და ჩეეენ კომბინაცია ვერ გააკეთეს ერთი კომბინაციაა ის გოლიც გაგვივარდააა ნწნწნ საშინელებაა რაა
0
№4
ავტორი: PaLoMo
20 აგვისტო 2018 07:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
დღევანდელ იუნაიტედში მხოლოდ დეხეას,ლუკაკუს,პერეირას,რაშფორდს და პოგბას დავტოვებდი.დანარჩენს გავუშვებდი ყველას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
20 აგვისტო 2018 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
გუნდმა ითამაშა მთლიანად სუსტად და არა ერთმა კონკრეტულმა მოთამაშემ
0
№6
ავტორი: makaveli
20 აგვისტო 2018 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ეგრეაც არარი რაა, შეილება რამოდენიმე თამაში გაგივარდეს კარგად ითამაშო მარა მონაკოში ძაან კაი იყო და მანჩესტერში ვანგაალის დროს ხო საერთოდ დაფრინავდა თან რა ასაკში, იმიტო რო ვანგაალი არ აკომპლექსებდა და ამაზე აწყობდა თამაშს, ვანგაალის ტაქტიკა იყო მიეცით მარსიალს ბურთი და რამეს მოიფიქრებს და ზუსტად დედას ტირობდა ყველას გოლს გოლზე და დრიბლინგს დრიბლინგზე აკეთებდა, წავა და მერე იძახეთ აუ ეს რამ გაგვაყიდინაო fellow
1
№7
ავტორი: Old Red Devil
20 აგვისტო 2018 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მატჩის პირველი 20 წუთის შემდეგ ყურებას შევეშვი.დასკვნა: არსებობს ამ კრახის რამდენიმე მიზეზი. ჯოზე ცდილობს 4-3-3ზე აყომაროს გუნდი. ანუ ყავდეს 2 კაი ვინგერი, 2 კაი სწრაფი ფლანგის მცველი.ყავს მას ასეთი ვინმე? პასუხი: არა!!! მარსიალი რეშფორდი ესენი ვინგერები არ არიან,და ის ფაქტი რომ ზანგები არიან არ ნიშნავს რომ სისწრაფე და ტექნიკა მწყობრში აქვთ.სანჩესი ამჟამინდელ მონახაზში ისევე როგორც პოგბა ვერ და არც ჩაჯდება, რადგან ესენი ისეთი ტიპის იგროკები არიან რომელზედაც გუნდი უნდა ააწყო. სწორედ ამიტო წავიდა ალექსისი ბარსადან არსენალში. ხოლო პოგბა კი ეს წმინდა მარკეტინგული გათვლაა ვუდვორდის მხრიდან. შოუ,დარმიანი დაბალი დონეა. ვალენსია და იანგი ბებრები რომლებიც ჩემი აზრით ვინგერებად უფრო გამოდგებიან თუმცა დროებით. მატას სისწრაფე საერთოდ არ აქვს. ეს ცენტრის კაცია, რომელიც მიუხედავად ძველი ტექნიკისა აგერ უკვე 1-2 წელია აღარ ვარგა. დასკვნა: ჟოზეს არ აქვს გუნდში სისწრაფე. დაცვის ცენტრი ნულია, ლინდელოფი და ბაი ესენი ვაღიაროთ ჯონსზე და სმოლინგზე დაბალი დონისანი არიან.გაუმოცდელები მოვიდნენ გუნდში,რომლებმაც 1 სეზონი ჩაატარეს პორტუგალიაში და ლა ლიგაში.ასაკი უკვე ისეთი აქვთ რომ მორჩა უკეთესები ვერ გახდებიან. გამოდის რომ ჟოზემ შეკრა ის გუნდი რომელსაც არ შეუძლია ითამაშოს ის სტილი რაც მას უნდა, ანუ მე ამ მხრივ მის უპირველეს დანაშაულს ვხედავ.მან ვერ ჩამოაყალიბა 2 წელში გუნდის ბირთვი.არასწორი ტრანსფერების ბრალია რომელსაც ვან გაალისა და მოიესის არასწორი ტრანსფერების ემატება. თუ ისევ უნდა რომ 4-3-3 იყოს ან სხვა ტაქტიკა 4-2-3-1,ფაქტია გუნდს წმენდა ჭირდება.ერთადერთი ფრედი გამოიცნო ჟოზემ,დანარჩენი ვერავინ.ვერც ლუკაკუ.ის დაცვა რაც მას ახლა ყავს ხო მთლიანად მისი ბრალია.გუშინ ე.ი დე ხეა დაღალეს პასაობით.აბა მეტი რა ქნან სირბილი და ტექნიკა ამათ არ აქვთ.დგანან და პასაობენ უნიჭოდ.ჩაეტარებინა წელს წმენდა,გაეშვა თუნდაც პოგბა და მარსიალი,გაეშვა მატაც,ფელაინიც.აღებული თანხით კი ეყიდა ვინც უნდოდა.ვუდვორდის პოზიციას ვიზიარებ,ლიმიტი უაზრო ხარჯების გადაჭარბებულია.ასე რომ ჟოზეს მეტი ფერგიუსონობა მართებს.ანუ თავად უდნა ჩაერთოს გუნდის როტაციაში,გაყიდვებშI შეძენებშI.მაგრამ ეს ასეთი არაა.ესაა კაპრიზი ბავშVივით ეს მინდა ის მინდა.ბოლოს რო არავინ არ გამოადგება wink
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
20 აგვისტო 2018 12:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ოლდ რედ დევილ გეთანხმები ყველაფერში.მე სულ ვწერდი და ახლაც ამ აზრზე ვარ რომ ეს მდგომარეობა მარტო მოურინიოს ბრალი არაა ოღონდ.ახლა გაუშვებენ ამას ზამთარში და მერე მოსულ ტრენერს დახვდება ტავში სახლელად ეს ნაგავი მასა მაინც.რა ტრენერიც არ უნდა დაუყენო თუნდაც ფერგი რა რომელიმე უფრო სწრაფი გახდება?არ გეტკინათ მანამდე არაფერი.მძიმე და ნელი გუნდი ვართ და ამას წმენდის მეტი არაფერი არ უშველის
1
№9
ავტორი: JuanMata
20 აგვისტო 2018 13:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მარსიალს ცუდი თამაში ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ ამ თამაშში რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე გაიშვირო თითი ცოტა უცნაურია.

საერთოდ არ აქვს სახე მანჩესტერის შეტევებს, ვერ კომბინირებენ, ჩაწოდების მეტი პრასვეტი გუნდს არ აქვს, და ჩაწოდებისთვის საჭიროა, რომ ლუკაკუსთან ერთად კიდევ მინიმუმ ორი ფეხბურთელი იყოს საჯარიმოში.

როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მარსიალი ფლანგზე ბურთს იღებს და მის წინ ორი კაცია, საჯარიმოში ლუკაკუ დგას რომელსაც სამი კაცი ფარავს, იმის გამო რო. შეტევაში საჭირო რაოდნობის მოთამაშე არ მიდის, მცველებს უადვილდებათ ჩვენი შემტევების დაკეტვა, თან ისე კეტავენ რომ 1-2 ფეხბურთელი კიდევ ცალკე აზღვევს.

ამ ორი შემტევის უკან დგას მეტოქის მეორე ხაზი და მერე დგას ჩვენი ნახევარდაცვა. დაჟე შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლის შანსიც ძალიან ცოტა გვაქვს.

მარსიალი შეიძლება უნიჭო ხის მორია, მაგრამ შეტევის ამ სტილში, რასაც ჩვენ ვთამაშოთ, ძალიან რთულია ფეხბურთელის შესაძლებლობები დაინახო.
მანჩესტერში არ მუშაობს თვითონ მექანიზმი, იმისთვის რომ გაიგო რომელიმე კონკრეტული დეტალი გამოდება თუ არა, მექანიზმი უნდა აამუშავო.

გამოდია რომ მარსიალი, რომელსაც მონაკოში და მანჩესტერში მშვენერი სეზონებ ჰქონდა, იგივე რშფორდს, სანჩესს, პოგბას - მაინცდამაინც ჟოზეს დროს აღმოაჩნდათ უნიჭობა, აქამდე სადღაც მალავდნენ ამ ყველაფერს.

ბოლო ორ მატჩში ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა იტყოდი რომ აი ამ კონკრეტულ შემტევს ესე კი არ უნდა ექნა, პასი უნდა მიეცა, ან უნდა დაერტყა, არა იმიტომ რომ ყველა ჩვენს შეტევას ერთი ბანალური გაგრძელება აქვს, რომელსაც აკადემიის მცველებიც კი მარტივად წაიკითხავენ.
1
№10
ავტორი: Old Red Devil
20 აგვისტო 2018 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ფერგიუსონს ყოველთვის სწრაფი მოქნილი თავდამსხმელები ყავდა. იორკი,კოული,ნისტელროი,რუნი,საა,ჩიჩარიტო. ესენი ყველანი სწრაფები იყვნენ.ამას კი რაც მაშინ ჩელსიშI გაუვარდა დროგბას სახით ისევ ის უნდა. საკითხს კიდევ განვავრცობდი, მაურინიო რეალურად ვერ იყენებს იმას რაც აქვს. ყველანი ცალკ-ცალკე კარგები არიან, ერთად კი ჟოზეს მონახაზში უნიჭო ბნელი ბრბო. ამ სასტავით ალბათ 4-1-2-1-2 თუ გამოვა.ანუ არა ფლანგების სისწრაფეზე არამედ ცენტრის ტექნიკურობაზე იქნებოდა აქცენტი. დაცვაში არ ვიცი ვინ იქნებოდა მაგრამ 1(მატიჩი,ფრედი) 2(პოგბა, ფრედი,მატა და პერეირა) 1(პოგბა,სანჩესი,მატა) 2(სანჩესი,ლუკაკუ,მარსიალი,რეშფორდი).რავიცი ესაა ჩემი მოსაზრება.სხვა ვერანაირ გამოყენებას ვერ ვუძებნი ამ შემადგენლობას.ფლანგებს თუ ვერა ცენტში მოაქციოს მეტ-ნაკლებად მორბენალი ხალხი და ერთმანეთს მოკლე მანძილებზე შეავსებენ და აცენზურაწელნი იქნება.ეს ჟოზე რა მართლა უნიჭო ყოფილა. wink wink ეხლა ვიღაც იტყვის მასე ყველა ბალელშიკი ექსპერტიაო.მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ვინც წლებია საყავრელ გუნდს უყურებს,წლებია ფეხბურთს უყურებს გარკვეული ხედვა ელემენტარული წარმოდგენა ხომ ექნება.ეს კიდე არც ცდილობს რამე შეცვალოს. wink wink 15-20 წუთი ვუყურებ მანჩესტერის თამაშებს.გული ვეღარ უძლებს ამდენ სტრესს.ამათზე ვიფიქრო თუ ჩემ ცხოვრებაზე. belay
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top