"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა "რომას" ნახევარმცველის, ლორენცო პელეგრინის გაფორმებასთან. გასულ სეზონში მან 43 მატჩი ჩაატარა და დააგროვა 3 გოლთან ერთად 5 ასისტი.
"რომას" ბევრი ნახევარმცველი დაუგროვდა და ამიტომ ლორენცო გუნდის დატოვებას გეგმავს. თანაც "იუნაიტედს" ნახევარმცველი სჭირდება. 22 წლის იტალიელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა და გამოსასყიდი €26 მილიონს შეადგენს.
მეორეს მხრივ, პელეგრინის დიდი ტალანტი აქვს და "ჯალოროსო" აუცილებლად შეეცდება მის შენარჩუნებას. იტალიელები გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და ლორენცო მათთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. მაგრამ აღსანისნავია, რომ პელეგრინის აშკარად აწუხებს "რომას" ახალწვეულები: ჩორიჩი, კონსტანტე და პასტორე. მას სათამაშო დრო "იუნაიტედში" მეტი ექნება.