თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 21:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3005,
კომენტარები: 15
პოგბა: "გვსურს, "რეალს", "ბარსელონასა' და "ბაიერნს" შევხვდეთ.
პოლ პოგბას ინტერვიუ.
პოგბა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს ისეთ მოწინააღმდეგეებთან სურს თამაში, როგორებიც "ბარსელონა", "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" არან.

"მე დავბრუნდი "იუნაიტედში" რადგან, ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემი აზრით, ეს აშკარაა. ვიცოდით, რომ გასულ სეზონში უნდა გვეთამაშა ევროპა ლიგაზე, მაგრამ ჩვენ გვქონდა მკაფიო მიზანი-ამ ტურნირის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად. მოხარული ვარ, რომ ამის გაკეთება მოვახერხეთ და ახლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობთ.

ჩვენ შესანიშნავი პერსონალი გვყავს, ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ჩვენი თამაშები ლიგაზე ადვილი იქნება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ჩვენ ვითამაშებთ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაამარცხონ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

რა განსხვავებაა ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის? ევროპა ლიგაზე ბევრი გუნდია და თითოეული მათგანი ღირსეული მოწინააღმდეგეა, მაგრამ სიმარეთლე გითხრათ, საუკეთესო გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან.

შესაძლებელია, ამ სეზონში ჩვენ მოგვიწიოს ისეთ გუნდებთან ბრძოლა, როგორიც "ბარსელონა", "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" არიან, ამ გუნდებმა არაერთხელ გაიმარჯვეს ტურნირზე, ამიტომ ჩვენთვის მათთან დაპირისპირება განსაკუთრებული გამოწვევა იქნება. ჩვენ მათთან თამაში გვინდა"
- განაცხადა პოგბამ.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2017 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აუ პოლ მალე დაბრუნდი რაა sad
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2017 21:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძლივს ცოტა აკრიფა ფორმა და ახლა ტრამვა იქნებოდა?!
0
№3
ავტორი: Svanchester
15 სექტემბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამის ტრამვა ნამდვილად დანაკლისია გუნდისთვის იმედია ეს პერიოდი მოახერხებენ და ღირსეულად შეცვლიან
0
№4
ავტორი: GGMU10
15 სექტემბერი 2017 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
იუვეს მინდა შევხვდეთ
1
№5
ავტორი: kobinio
15 სექტემბერი 2017 22:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რეალი მინდა მერვედფინალში ჩავტოვოთ
0
№6
ავტორი: Svanchester
15 სექტემბერი 2017 22:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: kobinio
რეალი მინდა მერვედფინალში ჩავტოვოთ

რეალის ჩატოვება მეც ძალიან მესიამოვნება..ესეთ რეალზე გამარჯვება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემპიონობისკენ.ნუ რათქმაუნდა თუ შევხვდით
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
15 სექტემბერი 2017 23:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
წელს პსჟ ძაან გაატრაკებს იმენა სერიოზული სასტავი ყავთ.პლეიოფებამდე შეთამაშდებიან დაყველასთვის ყველაზე საშიში მეტოქე იქნება.ჩვენყველასთან შეგვიძლია თამაში და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ მთავარია მიზანმიმართულადბდა სწორი ნაბიჯებით მივდივართ და ასე უნდა გაგრძელდეს.მთავარია წუმპედან ვართ ამოსულები და ყველას ყურადღება არის ჩვენსკენ თუ რას ვიზამთ.წელს კარგი სეზონი გვექნება მჯერა
1
№8
ავტორი: GeorgeBest
15 სექტემბერი 2017 23:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდ გუნდებთან სათამაშოდ ჯერ კიდევ ვერ ვართ მზად, დაცვაში პრობლემებია მოსაგვარებელი
1
№9
ავტორი: dybbuk
15 სექტემბერი 2017 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
იუვეს რა პონტში დააჯვა :D
0
№10
ავტორი: keano16
16 სექტემბერი 2017 06:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ციტატა: Svanski
ციტატა: kobinio
რეალი მინდა მერვედფინალში ჩავტოვოთ

რეალის ჩატოვება მეც ძალიან მესიამოვნება..ესეთ რეალზე გამარჯვება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემპიონობისკენ.ნუ რათქმაუნდა თუ შევხვდით

ბარსელონა ან ბაიერნი შეგვხვდეს ნეტააააააააააააააააააააააააააააააააააააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top