თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2017, 10:56
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3247,
კომენტარები: 7
რუნი ლუკაკუს სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" რუნის ლუკაკუს ტრანსფერში ჩართავს.
რუნი ლუკაკუს სანაცვლოდ
ბელგიელმა შემტევმა უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. უკანასკნელი 5 სეზონის მანძილზე ლუკაკუმ 104 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

"კანფეტები" ლუკაკუს სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიო მზადაა "ევერტონს“ უეინ რუნი და სოლიდური თანხა შესთავაზოს რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი უკვე მოიპოვა - ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის შემდეგ - ჟოზე მოურინიოს გუნდში მას კვლავ შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, რაც კლუბებისგან მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის თაობაზე ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მიანიშნა, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უეინ რუნის შეძენას ეცდება.

ასევე მერსეისაიდული კლუბის სპორტული დირექტორი, სტივ უოლში "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეცდომა იქნებოდა, მის კლუბს ინგლისელის დაბრუნება რომ არ ეცადა.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივნისი 2017 10:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მგონია რო ლუკაკუ ჩელსიში წავა, თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი
0
№2
ავტორი: ikeoni
4 ივნისი 2017 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia gadmova tore agar darcha aravin sayideli moratam vchebio grizmanma vchebio erti Es da beloti darcha
0
№3
ავტორი: ROI
4 ივნისი 2017 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Au lukaku magrad minda da mova uechveli
0
№4
ავტორი: Rooni
4 ივნისი 2017 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
es chelsis kacia tyuilad azri araaq ocnebas
0
№5
ავტორი: bziki
4 ივნისი 2017 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ევერტონთან მაგარი ურთიერთობა გვაქ, რუნის ჩართვის შემთხვევაში თუ ლუკაკუს დაიყოლიებენ მარტივად დაიხურება ეს ტრანსფერი
მარა ლუკაკუს ჩელსი უფრო ევასება ვნახოთ 65-35 ეგრეა სადღაც ჩელსის სასარგებლოთ,
0
№6
ავტორი: kobinio
4 ივნისი 2017 13:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რუნი თუ უნდა კუმანს ლუკაკუს დიდი ჩალიჩი არ დაჭირდება.
0
№7
ავტორი: nugo-nugo
4 ივნისი 2017 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
კეინი უფრო მინდა.ჰარი უფრო ჯდება იუნიატედის სტილში თან ინგლისელია უფრო ახალგაზრდა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top