თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2017, 08:50
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2872,
კომენტარები: 18
მხიითარიანის გოლი კვლავ საუკეთესოა
სომეხი ფეხბურთელის გოლი კვლავ საუკეთესოდ დასახელდა.
მხიითარიანის გოლი კვლავ საუკეთესოა
ჰენრიხ მხითარიანი კიდევ ერთხელ გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო გოლის ავტორი და ამჯერად მაისში "აიაქსის" კარში გატანილი გოლით მიიღო ჯილდო.სომეხი ფეხბურთელის გოლი ევროპა ლიგის ფინალში გუდს გამარჯვებაში დაეხმარა.

მხითარიანს გამოკითხულთა 68%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილი ჯოშ ჰაროპის სადებიუტო გოლს ხვდა წილად, რომელმაც 21%-ის დაგროვება შეძლო, 8%-ით მესამე ადგილი მარკუს რეშფორდის საჯარიმომ დაიკავა, რომლითაც "სელტას" კარი აიღო და ესპანეთში გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

მხითარიანმა ბოლო 6 თვეში მეხუთედ მოიგო თვის საუკეთესო გოლის ჯილდო. "სანდერლენდის" კარში გატანილმა სკორპიონ-დარტყმამ დეკემბრის ჯილდო მოუპოვა, ინგლისის თასის ეგიდით "უიგან ატლეტიკის" კარში გატანილმა გოლმა იანვრის, "ლესტერ სიტისთან" სოლო რეიდისა და კასპერ შმეიხელთან გამკლავებით გატანილმა გოლმა თებერვლის საუკეთესო გოლის ავტორად აქცია, ხოლო "სანდერლენდის" კარში გატანილი გოლით კი აპრილის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

თვის საუკეთესო გოლის ავტორები 2016/17 წლის სეზონში:

აგვისტო: ჯესი ლინგარდი ("ლესტერის" კარში გატანილი გოლი)
სექტემბერი: ხუან მატა ("ლესტერის" კარში გატანილი გოლი)
ოქტომბერი: პოლ პოგბა ("ფენერბაჰჩეს" კარში გატანილი გოლი)
ნოემბერი: პოლ პოგბა ("სუონსის" კარში გატანილი გოლი)
დეკემბერი: ჰენრიხ მხითარიანი ("სანდერლენდის" კარში გატანილი გოლი)
იანვარი: ჰენრიხ მხითარიანი ("უიგანის" კარში გატანილი გოლი)
თებერვალი: ჰენრიხ მხითარიანი ("ლესტერის" კარში გატანილი გოლი)
მარტი: ჯესი ლინგარდი ("მიდლსბროს" კარში გატანილი გოლი)
აპრილი: ჰენრიხ მხითარიანი ("სანდერლენდის" კარში გატანილი გოლი)
მაისი: ჰენრიხ მხითარიანი ("აიაქსის" კარში გატანილი გოლი)

ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2017 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Dzalian magari gvyavs miki❤️
1
№2
ავტორი: JuanMata
3 ივნისი 2017 09:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს გოლი მნოშვნელობითაც გახდა ალბათ, სანახაობრივად მე ჰაროპის გოლი უფრო მომეწონა პოგბას პასიც ზედ მიყოლებული.

მიკიმ ბოლოში მოუკლო, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლები კი გაქონდა.
0
№3
ავტორი: Phil Jones
3 ივნისი 2017 11:54
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ცავათანემ ))
1
№4
ავტორი: გაბადაძე
3 ივნისი 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ლესტერი დაჩაგრეს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: giorgi_mg
3 ივნისი 2017 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვინმე გვეტყვის ასეთი არა აქტიური რატოა საიტი?
0
№6
ავტორი: kobinio
3 ივნისი 2017 16:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Atasi transferi cavikitxe da rame dadet dzmurad ra
0
№7
ავტორი: Iunaitedi
3 ივნისი 2017 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Weliwadshi tuunda erti gaitanos ogond eseti mnishvnelovani iyos ))))
0
№8
ავტორი: Ronni
3 ივნისი 2017 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მე კმაყოფილი ვარ ამ ტრანსფერით
2
№9
ავტორი: Lalana
3 ივნისი 2017 21:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
როგორც გამოჩნდა სუპერ თასზე რეალს შევხდებით,დიდი იმედი მაქვს მაგ თასის მოგების.დღეს გამოჩნდა რომ უძლიერესია რეალი და უშანსოდ დატოვა იუვე,მაგრამ ჟოზე მოიფიქრებს რამეს.
0
№10
ავტორი: Mixito
3 ივნისი 2017 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
აუუ უკვე მეტისმეტია რაა დროა ინგლისმა თქვას თავისი სათქმელუ 5 გუნდი გავიდა და იმედია ერთი მაინც აწევს თასს თორე შეიცა ამ რეალმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top