თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 8826,
კომენტარები: 4
ხალხის შეფასებისას (ნაწილი I)
თავი VI
ხალხის შეფასებისას (ნაწილი I)
სამსახურის ძიება

ბევრი ჩემი კოლეგა-მენეჯერისგან განსხვავებით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, რომლებთან ერთადაც შოტლანდიაში გავიზარდე, უმუშევრად დიდხანს ჯდომა არასდროს მიწევდა. შემიძლია, მხოლოდ წარმოვიდგინო, როგორ ინგრევა ცხოვრება ადამიანისა, რომელსაც ნაგავზე მოისვრიან. საბედნიეროდ, როცა ახალ გამოწვევას ვეძებდი, სამუშაო ადგილი უკვე მქონდა, მაგრამ ამას გასაუბრებისთვის არ მოვუმზადებივარ - მით უმეტეს, კარიერის დასაწყისში.

ათასობით გასაუბრება გამიმართავს, მაგრამ მხოლოდ პრესასთან. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ინტერვიუ მქონდა დამსაქმებლებთან: შოტლანდიურ "ქუინზ პარკთან" 1974 წელს, "ვულვერჰემპტონთან" 82-ში და "ბარსელონასთან" 83-ში. "ქუინზ პარკის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩემი საუბარი საშინელება გამოდგა. საერთოდ არ ვიყავი მზად, არ ვიცოდი, ვის შევხვედროდი და, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია შეკითხვებზე, რომელსაც დამისვამდნენ, რომ არაფერი ვთქვა განხილვის თემებზე.

როცა მივედი, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ კლუბის წარმომადგენლებს გავესაუბრებოდი, მაგრამ გაკვირვებულმა აღმოვაჩინე დიდი კომისია, რომელიც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებსაც კი შეიცავდა. ოთახში 20 ადამიანი იყო. ვნერვიულობდი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საშინელება იყო. მთელი გასაუბრების განმავლობაში ჩემი და ჩემი კარიერის გამართლებას ვცდილობდი, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. როცა ოთახიდან გამოვედი, მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და იმედგაცრუებული ვიყავი. ადგილი დეივ მაკპერლანდს დაუთმეს, რომელიც მოგვიანებით "სელტიკში" ჯოკ სტეინის დამხმარე გახდა.

დროის სვლასთან ერთად აღმოვაჩინე, რომ გასაუბრებები ან სხვა კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრები, ძალიან სამაგალითო იყო. მათ წარმოდგენა შემიქმნეს თითოეული ორგანიზაციის განვითარებისა და ვითარების შესახებ. "ვულვერჰემპტონის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა განსაცვიფრებელი იყო. ის-ის იყო დავიჯერე, სამუშაოს მთავაზობდნენ, რომ მათ სამმართველო საბჭოს შევხვდი სასტუმროში. კითხვებს მისვამდნენ სერიიდან: "რას იზამდით, თუ გაიგებდით, რომ მოთამაშემ კლუბის ანგარიშიდან 5000 ფუნტი მოხსნა?" ჩემთვის ვიფიქრე: "მათ მწვრთნელი კი არა, ბუღალტერი სჭირდებათ" და აბერდინში დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი.

თითქმის იმავე დროს ირვინგ სკოლარს, "ტოტენჰემის" მაშინდელ მდივანს შევხვდი, რომელმაც "უაით ჰარტ ლეინზე" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზა. მაშინ კლუბს მოქმედი მთავარი მწვრთნელი, კიტ ბერკინშოუ ჰყავდა. ქვეყნად არაფრის გულისთვის არ დავიკავებდი ვინმეს ადგილს, თუ ნებართვას არ მომცემდა ის, ვისაც ის ადრე ეჭირა.

მოგვიანებით მასიმო მორატის, მილანის "ინტერის" მფლობელს შევხვდი. ყველაფერი მაშინ მორჩა, როცა იმ ფეხბურთელების სია მაჩვენა, რომელთა შეძენასა და გაყიდვას აპირებდა და იმიტომაც, რომ კეტის ვერასდროს დავარწმუნებდი იტალიაში გადასვლაში.

რთულად წარმოსადგენია, მაგრამ სამსახური, რომელმაც აღიარება მომიტანა ("იუნაიტედი"), ყოველგვარი ოფიციალური გასაუბრების გარეშე შემომთავაზეს. ზოგიერთ კომპანიას შეუძლია აიყვანოს კანდიდატი, რომელთანაც არც გასაუბრება გაუმართავს და არც იცნობს კარგად, მაგრამ ფეხბურთში ეს არ ამართლებს. როცა "იუნაიტედიდან" დამირეკეს, კლუბი პირველი დივიზიონის გასავარდნ ზონასა და კატასტროფის ზღვარზე იმყოფებოდა. უფრო ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან მხოლოდ ხანმოკლე კავშირის გამოცდილება მქონდა, როცა 1984 წელს მათ გორდონ სტრაკანის, "აბერდინის" ნახევარმცველის შეძენაში დავეხმარე.

ამ შემთხვევისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მსველობისას კიდესთან ბობი ჩარლტონთან საუბრის გარდა, სამუშაოს შესახებ არცერთ მათგანთან არ მისაუბრია. მხოლოდ მაშინ განვიხილეთ თანამდებობის ფინანსური ასპექტები, როცა მათ ჩემი ცოლის სახლში შევხვდი, რომელიც გლაზგოსთან ახლოს ბიშომპრიგსში მდებარეობს. მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ მანჩესტერში ჩემი მიყვანა სურდათ. იმდენად ძლიერ მსურდა ეს სამსახური, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას გაცილებით ნაკლები ხელფასის სანაცვლოდ დავთანხმდი, ვიდრე აბერდინში ვიღებდი.

მოგვიანებით, გასაუბრების გამართვის დიდი გამოცდილება მივიღე. როცა ვინმეს ვესაუბრები, მინდა ვიცოდე, რამდენად ამბიციურია ადამიანი და ამ სამუშაოს სხვა რამის მიღწევის საშუალებად ხომ არ მიიჩნევს. უნარებისა და ფეხბურთელის დონის გარდა, მისი მიზანდასახულობის დონის ხილვაც მსურს. ყოველთვის ვაფასებ კანდიდატის ენთუზიაზმს, საქმისადმი მის მიდგომას, თვალს თვალში ვუყრი. "იუნაიტედის" წარმატებულობის პროცესში ვამჩნევდი, რომ ზოგიერთი კანდიდატი ნერვიულობდა, როცა ჩემთან მოდიოდა. მათი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ვცდილობდი, ამიტომ ფინჯან ჩაის ვთავაზობდი. უბრალოდ მინდოდა, იმდენად მოდუნებულიყვნენ, რომ შემეფასებინა, ვინ იყვნენ სინამდვილეში.

გასაუბრების დროს ხასიათის თვისებებს სხვადასხვა ხერხით ამოიცნობ - ხშირად, ეს მხოლოდ წვრილმანია, რომელიც განსხვავებას აჩვენებს. მაგალითად, ის, ვინც სწორად ზის და ოდნავ წინ იხრება, აჩვენებს, რომ სამუშაოს დაწყების სურვილით იწვის. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სიამაყის, ზედმეტი თავდაჯერებისა თუ თანამდებობით დაინტერესების ჩვენება. ზოგიერთ ადამიანს გასაუბრების დროს შეკითხვის დასმა აშინებს. ეს სისულელეა. გასაუბრება ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ უნდა იყოს. უნდა იცოდეთ, რის შემოთავაზება შეუძლია თქვენს დამსაქმებელს. ხშირად ვიღებ დამატებით ინფორმაციებს კანდიდატებზე, ვუსმენ შეკითხვებს, რომელსაც მისვამს. ეს აჩვენებს, როგორ ფიქრობენ კანდიდატები, მათი გამოცდილებისა და მხედველობის ხარისხის შეგრძნების საშუალებას გაძლევს.

"იუნაიტედში" მუშაობის 26 წლის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გასაუბრებები, რომლებიც გამიმარავს, ჩემი დამხმარის თანამდებობაზე ჩამორთმეული ინტერვიუები იყო. "იუნაიტედში" შვიდი დამხმარე მყავდა - არჩი ნოქსი, ბრაიან კიდი, სტივ მაკლარენი, ჯიმ რაიანი, კარლუშ კეირუში, ვოლტერ სმიტი და მაიკ ფელანი. 1998 წელს ბრაიან კიდის წასვლის შემდეგ ძიებას უფრო სერიოზულად შევუდექი, უფრო ფრთხილი გავხდი. რამდენიმე ადამიანს განვიხილავდით, მაგრამ დევიდ მოიესსა და სტივ მაკლარენზე შევჩერდით.

იმ დროს დევიდი 35 წლის გახლდათ და "პრესტონ ნორტ ენდს" ხელმძღვანელობდა. ჩემთან გასაუბრების პროცესში ძალიან დაძაბული ჩანდა, რაც სახეზე ეწერა. სტივ მაკლარენი კი დევიდის ანტონიმი გამოდგა. ღია, ცოცხალი და ენერგიით სავსე იყო. სტივი "ოქსფორდ იუნაიტედსა" და "დერბი ქაუნთიში" მუშაობდა, მოთამაშეებს იგი უყვარდათ. წიგნები და ფეხბურთის სახელმძღვანელო მეთოდიკის ვიდეოჩანაწარები იტაცებდა. იმ დროს სტივს უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა მაღალ დივიზიონში მუშაობისა, ვიდრე დევიდს და სწორედ ამან იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე.

ყველაზე შთამბეჭდავი გასაუბრება, რომელიც ოდესმე ჩამიტარებია, კარლუშ კეირუშთან შედგა.

უცხოელ მწვრთნელს ვეძებდი, რომელსაც რამდენიმე ენაზე ლაპარაკი შეეძლო, რათა უცხოელ ფეხბურთელებთან მიმართებაში დაგვხმარებოდა. ენდი როქსბურგმა, შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კარლუშზე მიმითითა, რომელიც იმ დროს სამხრეთ აფრიკას წვრთნიდა. კვინტონ ფორჩუნი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და "იუნაიტედის" რიგებში თამაშობდა, ასევე გამოექომაგა კეირუშს. როცა კარლუში გასაუბრებაზე დავიბარე, ყველაფერი სწორად გააკეთა. მანამდე არასდროს შევხვედრივარ. ისე ეცვა, თითქოს დაქორწინებას აპირებდა. მისი მოქმედებიდან გამომდინარე კი ჩანდა, რომ ამ სამსახურით დაინტერესბული იყო. პირდაპირ მე მიყურებდა, მე კი ყოველთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მხედველობითი კონტაქტის დამყარება, რადგან ადამიანის თავდაჯერებულობის კრიტერიუმია. კარლუშს კარგი იდეები ჰქონდა და სწორ შეკითხვებს სვამდა. გამოცდილი და მომზადებული იყო. ყოყმანის გარეშე ავიყვანე.

რენე მელენსტენმა "იუნაიტედში" მუშაობის სურვილი სხვაგვარად გამოავლინა. ყატარში მუშაობდა და დეივ მაკჰინესმა, "ტოტენჰემისა" და "დერბი ქაუნთის" დიდებულმა ფეხბურთელმა შემოგვთავაზა მისი თავი. 2001 წელს, როცა რენე ჩვენთან მოვიდა, რათა "იუნაიტედში" სამსახური დაეწყო, დაამტკიცა, რომ მისი ოსტატობის შეფასების საუკეთესო მეთოდი მოქმედებაში მისი დანახვა იყო. ამგვარად, სავარჯიშო მოედანზე გავედით, მან კი რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს ტექნიკური ვარჯიშები ჩაუტარა. სწორედ ეს იქცა ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად.

მოთამაშის უნარების შეფასება პირველივე დანახვით პროფესიონალი მწვრთნელის მაჩვენებელი არ არის. 16 წლის ცენტრალურ მცველთან საუბარი მის საფეხბურთო შესაძლებლობებზე ცოტა რამეს გეტყვით, თუმცა გუნდში მისი როლის შესახებ მცირედ წარმოდგენას შეგიქმნით. თავად მოთამაშის ასპარეზობა - ერთადერთი რეალური მეთოდია იმისა, რომ გაიგო, არის თუ არა მედგარი და აქვს თუ არა ხანგრძლივი ვადით განვითარების სურვილი. როცა ახალ ადამიანებს ხვდებით და ცდილობთ, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი შეაფასოთ, ხასიათის შემთხვევაში, მხოლოდ მკითხაობა თუ შეიძლება. ხანდახან მართალი აღმოჩნდები, ხან კი შეცდები. ხასიათის რეალური შემოწმება წლების განმავლობაში მიმდინარეობს და აუცილებელია ფეხბურთელის ქცევაზე დაკვირვება, როცა რთული დრო აქვს ან წარუმატებლობის შემდეგ აღდგენას ცდილობს. საბოლოოდ მხოლოდ დრო განსჯის.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
4 კომენტარი
№1
ავტორი: ლუკა
31 დეკემბერი 2015 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ვახხხხხხ am დდ
1
№2
ავტორი: GeorgeBest
1 იანვარი 2016 14:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოვლენა love

რამდენიმე წლის შემდეგ ვენგერზე შური ვიძიე - "ფულჰემის" ყოფილი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი "არსენალისთვის" კრის სმოლინგის წართმევაში დამეხმარა.


სმოლინგის შეძენა მერეც უნდოდა ვენგერს
1
№3
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2016 17:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლუკა,
რა მოხდა?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Z-A-R-D-O
11 აპრილი 2019 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ძაან სასიამოვნო წასაკითხია, კარგ საქმეს აკეთებთ ადმინები. რომ არამარტო სიახლეებს არამედ გუნდის ლეგენდებზე და ზოგადად გუნდის ისტორიაზე წერთ.

ბრავო! 3d_5
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top