თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2015, 19:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 7199,
კომენტარები: 6
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)
თავი II
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)
სწრაფვა

მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი გამეგო, რატომ ფლობდა ფეხბურთელთა უმრავლესობა უფრო მეტ სწრაფვას, ვიდრე სხვები. ვგონებ, არც ახლა ვარ გამოცნობასთან იმაზე ახლოვს, ვიდრე 30 წლის წინ, მაგრამ ამ ენერგიის გამოყენება ვისწავლე. როგორც ვამბობდი, თუ მიზანდასახულობასა და ნიჭს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, პირველ მათგანს ავირჩევდი. ჩემთვის მიზანდასახულობა შრომისთვის მზადყოფნის, ემოციური მედგრობის, დაუჯერებელი კონცენტრაციის შესაძლებლობისა და მარცხის აღიარების უარყოფის შემცველია.

"იუნაიტედში" მრავალი ფეხბურთელი იყო, რომლებიც განსახიერებულნი იყვნენ მოძრავი ძალით, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის. მათგან ყველაზე ნათელი ბრაიან რობსონი, როი კინი, სტივ ბრიუსი, მარკ ჰიუზი, ბრაიან მაკკლერი და პატრის ევრა იყვნენ. ერთი ფეხბურთელის სწრაფვას მთელ დანარჩენ გუნდზე შეეძლო ეფექტის მოხდენა. გამარჯვებისადმი სწრაფვა მაგიურ ელექსირს ჰგავს, რომელიც მოქმედებას ერთი ადამიანიდან სხვებზე ავრცელებს. ბრაიან რობსონისთვის საფრთხის შეგრძნება უცხო იყო. წარმოშობით დარემის საგრაფოდან, ჩესტერ-ლე-სტრიტიდან არის, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისში ნახშირის მწარმოებელი რაიონია. ბრაიანს ისეთ ორთაბრძოლაში შეეძლო შესვლა, როგორისაც სხვებს შეეშინდებოდათ. შედეგად, ლაზარეთში ბევრ დროს ატარებდა, სამაგიეროდ ფასდაუდებელ ლიდერად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რობსონმა ბევრჯერ ამოიგდო მხარი, მაინც აგრძელებდა ყოველდღიური რეჟიმის დაცვას. ხშირად ვუჩვენებდი ჩემს ფეხბურთელებს კუთხურის ჩაწოდების დროს დაცვაში მდგარი რობსონის ფოტოს. ფოტოზე მინის თვალები აქვს; მთელ დანარჩენ სამყაროს ზურგს აქცევდა და მხოლოდ ერთს აპყრობდა ყურადღებას: მოწინააღმდეგის მიერ კუთხურის ჩაწოდების დროს თავდაცვას.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი 3)

ბრაიან რობსონი


როი კინის დაუოკებელი სწრაფვა შთამაგონებდა. სტივ ბრიუსმა კლუბის დაცვაში 414 მატჩი ჩაატარა, უშიშარი იყო და შესანიშნავი ორგანიზატორი, მაგრამ სისწრაფე აკლდა. მიუხედავად ამისა, როგორც ტონი ადამსმა, მანაც შეძლო ნაკლოვანებების შევსება გამარჯვების ღრმა სურვილით.

დევიდ ბექჰემს გამარჯვება სწყუროდა, ასევე ნიკი ბატს, რომელმაც "იუნაიტედში" 387 მატჩი ჩაატარა. ძმები ნევილები, რომლებიც ბერიდან (დიდი მანჩესტერის საგრაფოს ქალაქი) არიან, დენის ირვინი, რომელიც, როგორც როი კინი, კორკში დაიბადა, ასევე უნიკალურ მიზანდასახულობას ფლობდა. მსგავსი ხასიათი ჰქონდათ: კლუბისადმი აბსოლუტური ერთგულება; ძალიან საიმედო მოთამაშეები, ყოველთვის შეიძლებოდა მათი იმედი გქონოდა სეზონის მატჩების 80 პროცენტში; და თითოეულ მათგანს შეეძლო გუნდისთვის სულის შთაბერვა. ეს ბიჭები გამარჯვების გემოს არ ეგუებოდნენ. საბედნიეროდ, წლების განმავლობაში ვახერხებდით გუნდში ასეთი მოთამაშეების მიღებას.

ამ ბიჭების გამოყოფისას სულაც არ ვამცირებ სხვა ფეხბურთელების როლს, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ასპარეზობდნენ. სწორედ ისინი იმიტომ დავასახელე, რომ ჰიუზის, კოულის, კანტონას, ვერონის, სქოულზის, გიგზისა და რონალდუს მსგავსად თანდაყოლილ ნიჭს არ ფლობდნენ. მიზანდასახულობის მაგალითად ისინი მომყავს, რადგან წადილის უსაზღვრო ძალას, ზემოტივირებასა და გადაწყვეტილების სიმყარეს ვეყრდნობი, მათ უფრო მეტი შეძლეს, ვიდრე ნაკლოვანებების დაფარვაა.

ხანდახან მოთამაშის ენერგია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და ჩარევა მიხდებოდა. იყო შემთხვევა, როცა "მიდლსბროს" წინააღმდეგ ვთამაშობდით, ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი მსაჯს ძაღლივით დასდევდა. მათზე გავბრაზდი. მაგრამ მინდოდა ფრთხილიც ვყოფილიყავი, რათა უნებლიედ მათი დემოტივირება არ მომეხდინა. როცა ზედმეტად ერევი, მოთამაშის მთელი მამოძრავებელი ძალა შეიძლება დაიკარგოს. დამიჯერეთ, ამის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე ბუნებრივად დაუჯილდოებელ ადამიანში ამ გრძნობის ჩანერგვა, როგორც წესი, მოთამაშეს მამოძრავებელ ძალას და მიზანდასახულობას ვერ შესძენ, თუ ეს რაღაცნაირად თავად არ გახდა მისი მახასიათებელი მოზარდობის წლებში. თუმცა ხანდახან ისეთიც გამოჩნდება, იმედს რომ გაძლევს. გონებაში ოლე გუნარ სოლსკიაერი მახსენდება. ნორვეგიის პატარა და მშვიდ მეთევზეთა სოფელში გაიზარდა, 1996 წელს კი, 23 წლის ასაკში "ოლდ ტრაფორდზე" მოვიდა. 14 წლისა საცირკო დასის ბიჭს ჰგავდა; რაღაცნაირი სირბილე იყო მასში. "იუნაიტედში" გამარჯვების გემო პირველად გაიღო. ოლე თანდათან მიილტვოდა მისკენ და შედეგად გაცილებით აგრესიული გახდა თამაშის მხრივ, დიდი თავდაჯერება შეიძინა.


სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი 3)

ოლე გუნარ სოლსკიაერი


თავდაჯერებულობა

ადამიანთა უმრავლესობას საკუთარი თავის ნდობა არ აქვს. მათი თვითრწმენის მოსპობა ადვილია, იქით მიდიან, საითაც ქარი დაუბერავს, ხშირად აწვალებენ ეჭვები. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე მყარი რწმენისა და ღრმა თვითრწმენის გარეშე გახდეს ეფექტური ლიდერი. როცა ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი თვითრწმენა შეირყა, როცა "რეინჯერსმა" ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტა და სურდა, სხვა ფეხბურთელის შესაძენი შეთანხმების ნაწილი ვყოფილიყავი. მაგრამ მტკიცე ვიყავი და არ მინდოდა, რომ ვინმეს დავემარცხებინე. ვარჯიშებამდე გოლფის სათამაშოდ მივდიოდი, რათა გონება გამეახლებინა და მტკიცე მოქმედებებისთვის დღისით ვყოფილიყავი მზად. განვიზრახე მათთვის საბაბი არ მიმეცა, ამიტომ, როცა 1969 წელს "ფალკირკში" გამყიდეს, შეთანხმება ჩემი პირობებით შედგა.

როცა რამეში დავეჭვდებოდი ან საკუთარ თავთან ბოლომდე არ ვიყავი გულახდილი, ისეც ხდებოდა, რომ გასაჭირიდან სხვა ადამიანს გამოვყავდი. 1991 წელს, "იუნაიტედში" ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე ასეთი შემთხვევა მოხდა. ჯოკ უოლასმა, "რეინჯერსის" ყოფილმა მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ "საუთჰემპტონთან" მატჩზე მოვიდოდა. ჯოკს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, მაგრამ, როგორც მანამდე, ძალზედ გამჭრიახი იყო. თამაშის შემდეგ სავახშმოდ წავედით, მან მითხრა: "ეს ალექს ფერგიუსონის გუნდი არ არის. როგორც კი ის გამოჩნდება, ყველაფერი რიგზე გექნება". თითქოს ლოდი მომეხსნა, რადგან ვფიქრობდი, რომ საკუთარ თავს ბოლომდე არ ვუტყდებოდი. ვიცოდი, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი საკმარისად კარგი არ იყო, მაგრამ ნაცვლად მათი გაყიდვისა, ვცდილობდი იმად მექცია, ვინც ვერასდროს გახდებოდნენ. ჯონ ლაიალმა, "ვესტ ჰემის" მწვრთნელმაც მომცა მსგავსი რჩევა: "დარწმუნდი, რომ შენს გუნდში ალექს ფერგიუსონს ხედავ". ჯოკმაც და ჯონმაც მიმანიშნეს, რომ ჩემს პრინციპებსა და რწმენას არ უნდა ვუღალატო. ამიტომ ახლა, როცა რომელიმე მწვრთნელს ვეხმარები, ამ სიტყვებს ვიყენებ.

"აბერდინიდან" წასვლის შემდეგ იშვიათად მეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში. საფეხბურთო საქმიანობაში ვმოღვაწეობდი და ვსწავლობდი 29 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ მოთამაშის კარიერის დასაწყისიდან შოტლანდიაში წასვლამდე ჩავთვლით. აბერდინში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. მთელი ეს გამოცდილება შიდა ჩამოყალიბებასა და საკუთარ შეხედულებებში თავდაჯერებულობის შეძენაში დამეხმარა. "იუნაიტედის" მუშაობის შემოთავაზების მიღებით ძალიან ამაყი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მოსულმა ვნახე, რომ გუნდი ალკოჰოლს შეეპყრო და ამასთან ბრძოლა მომიხდებოდა. ცოტათი შევშფოთდი და ვფიქრობდი: "რაში გავეხვიე?" 1989 წელსა და 1990-ს დასაწყისში "იუნაიტედი" მაინც ფსკერისკენ მიემართებოდა. ლიგაში ჩატარებული პირველი 24 მატჩიდან მხოლოდ ექვსში გავიმარჯვეთ, ხოლო 1989 წლის ნოემბრიდან 1990 წლის თებერვლის დასაწყისში უფრო უარესი იყო. 11 მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ გაგვიმარჯვია. ფაქტიურად, 1989 წლის 12 ნოემბერს "ნოტინგემ ფორესტის" დამარცხების შემდეგ, სახლში "ლუტონ თაუნთან" მატჩამდე არ გაგვიმარჯვია, რაც 1990 წლის 3 მარტს მოხდა. გულშემატკივარი ღელავდა, პრესა კი თანდათან აჩენდა ბრჭყალებს. "აბერდინში მუდმივად წარმატებას ვაღწევდი, ამიტომ იმჟამინდელი სიტუაცია შოკში მაგდებდა. ჩემს შვილს, ჯეისონს (მაშინ მოზარდი იყო) ახსოვს, როგორ იჯდა სამზარეულოში, ტიროდა და მეკითხებოდა, არ ჯობს აბერდინში დავბრუნდეთ? ახლა მეუბნება, რომ მაშინ მიპასუხია: "არა. მუშაობას გავაგრძელებთ. ყველაფერი გამოვა".


სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი 3)

სერ ალექსი "იუნაიტედში" თავის პირველ მატჩზე


ერთია შენ თვითონ იყო თავდაჯერებული. სულ სხვაა - თავდაჯერების ჩანერგვვა სხვებში. თითოეული მოთამაშე ყოველთვის შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძვის. თუ ვინმემ საკლუბო აკადემია გამოიარა, შემდეგ სარეზერვო შემადგენლობიდან ძირითადში მოხვდა, მაინც ჩაიბეჭდავს გონებაში, რომ ვიღაც უფრო ნიჭიერმა შეიძლება განვლოს იგივე გზა ან ტრანსფერით მოვიდეს. ყოველი სეზონის შემდეგ იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც არდადეგებზე მომდევნო სეზონის პირველ მატჩში მოხვედრის გარანტიის გარეშე მიდიოდნენ. როგორც წესი, ახალგაზრდებს ვეტერანების ეშინიათ - მეტწილად იმიტომ, რომ მოედანზე თავიანთი ბავშვობის კერპებთან ერთად გამოდიან. უფროსი ფეხბურთელები კი ყოველთვის ასაკსა და ტრავმებს ებრძვიან. ტრავმები აუცილებლად ახდენს გავლენას კარიერაზე, ან რაც კიდევ უარესია, კარიერის აღმავლობას ასვამენ დაღს, როგორც ბენ თორნლის შემთხვევაში მოხდა 1994 წელს. ფეხბურთელის თავდაჯერებულობას, მისი სულის სიძლიერეს ასუსტებენ.

ბევრი ფეხბურთელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავიანთ სხეულს საიმედო პარტნიორად აღიქვამენ, ნაბოძებად თვლიან. მიუხედავად ამისა, ტრავმის შემდეგ მაშინვე გაურკვევლობაში ვარდებიან. არსად მიდიან გუნდთან ერთად, ემზადებიან დამოუკიდებელი აღდგენითი პროგრამით, აღდგენასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან ან მის ნაცვლად კლუბის მხრიდან სხვა ფეხბურთელის შეძენა აშინებთ.

ზოგს სინდისიც კი აწუხებს, რომ ფულს უხდიან და თამაშში ვერავითარი წვლილი ვერ შეაქვს. გონებაში ორი ასეთი მაგალითი მომდის: როცა ფერნანდო რედონდო "მილანში" მადრიდის "რეალიდან" გადავიდა, კლუბის ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე მუხლის საშინელი ტრავმა მიიღო. ხელფასს მანამდე არ იღებდა, სანამ მოედანზე არ დაბრუნდა. მისი პირველი მატჩი ორწელიწადნახევრის შემდეგ შედგა და ამ ხნის განმავლობაში კლუბისგან ერთი პენიც კი არ აუღია. მარტინ ბაკენმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1983 წელს, კლუბისთვის მიძღვნილი 11 წლის შემდეგ დატოვა. "ოლდჰემ ატლეტიკში" გადავიდა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სოლიდური თანხა მიიღო. მეორე სეზონის სტარტზე გააცნობიერა, რომ პროფესიონალურ დონეზე თამაში აღარ შეეძლო. ამიტომ გუნდის მწვრთნელთან მივიდა, კარიერის დასრულება სთხოვა და გადახდილი თანხა დაუბრუნა. ღირსების ორი ადამიანი დიდსულოვნად მოიქცა.

თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერი მოთამაშის თავდაჯერება შეიძლება შეირყას. ადამიანს შეიძლება უიღბლო დღე ჰქონდეს, როცა შენკენ მოძრავი ბურთის დანახვაც კი არ გსურს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მოთამაშეს გულის სიღრმეში შეიძლება სურდეს, რომ შეცვალონ. ჩემს პერიოდში ყველაზე მეტი ეჭვი თავდამსხმელებსა და მეკარეებს ჰქონდათ. თუ თავდაჯერებულობას კარგავდნენ, სულ სხვა ადამიანები ხდებოდნენ. როცა თავდამსხმელი ვერ იტანს, დარწმუნებულია, რომ ვერასდროს გაიტანს და პირიქით - თუ იტანს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ააცილებს. ჩემი ყველა ფორვარდი ასეთი იყო, მათ შორის მარკ ჰიუზი, ერიკ კანტონა და რუდ ვან ნისტელროი. მარკ ჰიუზი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მწვრთნელია, "იუნაიტედში" 1983-1986 და 1988-1995 წლებში თამაშობდა. რკინასავით მაგარი იყო, ძალიან მტკიცე ადამიანი. მარკი დიდი მატჩებისთვის იყო დაბადებული, ამიტომ მნიშვნელოვან თამაშებში ყოველთვის შეიძლებოდა მისი იმედის ქონა. მაგრამ ძალიან დარდობდა, როცა გოლი ვერ გაჰქონდა.

ვან ნისტელროის მთელი გატანა გატანილ ბურთს უკავშირდებოდა. თუ მოწინააღმდეგის კარს ვერ აიღებდა, მაშინაც კი, როცა ვიმარჯვებდით, მის სულს ნისლი მოიცავდა. რუდი საქმეს კალვინისტურად უდგებოდა (კალვინიზმი - პროტესტანტიზმის რაციონალური მოძრაობა ქრისტიანობაში). თვლიდა, რომ სამუშაოს ანაზღაურებას არ იმსახურებდა. მთელი მისი არსება გოლების ირგვლივ ტრიალებდა. 2003 წელს "ევერტონი" დავამარცხეთ და ჩემპიონატში გავიმარჯვეთ, მატჩის შემდეგ კი რუდმა გასახდელში იმის გარკვევა დაიწყო, თუ ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს, პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის პრიზს - ის, თუ ტიერი ანრი. აღმოჩნდა, რომ რუდმა გაიმარჯვა, ამიტომ ზაფხულის არდადეგებით დატკბობა შეეძლო.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი 3)

რუდ ვან ნისტელროი და ალექს ფერგიუსონი


რაც შეეხებათ მეკარეებს, ტიმ ჰოვარდს 2006 წელს "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ "ევერტონში" დიდებული კარიერა აქვს. აშშ-დან გადმოსვლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის კარგი დასაწყისის მიუხედავად არასდროს ყოფილა მისი თავდაჯერებულობა ისეთივე, როგორიც "პორტუსთან" 2004 წელს დაშვებულ შეცდომამდე. ამის გამო მაშინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. გავაცამტვერე. შემადგენლობაში მაინც დაბრუნდა, მაგრამ არასდროს გამოიყურებოდა დაუჩოქებლად. მესმის მეკარეთა გრძნობის, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ მთელი სტადიონი მათ უყურებს. წართმევის წარუმატებელი მცდელობა, რამდენიმე ცუდი გადაცემა ან პასის დროს ჩაჭრა მალე ავიწყდებათ, არადა, მათაც შეიძლება მოჰყვეს გოლი.

როცა 2011 წელს გუნდში დავიდ დე ხეა მოვიდა, არაშესაშური წილი ერგო - დიდებული ჰოლანდიელის, ედვინ ვან დერ სარის შეცვლა, რომელიც 6 წლის განმავლობაში ოსტატურად იცავდა კარს.დავიდი მხოლოდ 20 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი იყო, კუნთების გაზრდა დასჭირდებოდა, რათა პრემიერ ლიგის "ჯირითს" გამკლავებოდა. პირველი რამდენიმე თვე რთული გამოდგა, პრესაც და გულშემატკივარიც აკტიტიკებდა. ერთი მატჩის შემდეგ შევამჩნიე, რომ ზეწოლის ქვეშ იყო, ამიტომ პირდაპირ არ მისაუბრია მასთან და შენიშვნების მიცემა გუნდთან ერთად ვამჯობინე. ვამბობდი, რომ დავიდი "იუნაიტედის" მენტალიტეტის მქონე ადმიანის შესანიშნავი მაგალითია, ის ხომ ინგლისში ენის ცოდნის გარეშე ჩამოვიდა და მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა, კვირების მიყოლებით აწიოკებდნენ თავდამსხმელები, მათი დანიშნულებაც ხომ ეს იყო - დავიდის ცხოვრება კოშმრად ექციათ. სიტყვით გამოსვლა დავასრულე და დავინახე, რომ მისი სულისკვეთება ამაღლდა. ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მეკარეთა მწვრთნელ ერიკ სტილთან და სხვებთან მუშობის წყალობით.

მოთამაშის თავდაჯერებულობის დონის კიდევ ერთი შემოწმება - მატჩის შემდგომი პენალტების სერიაა. ზოგიერთი ფეხბურთელი, მაგალითად, პატრის ევრა, ამაში შესანიშნავი იყო ვარჯიშებზე, მაგრამ მატჩებში პენალტის გაგონებაც კი არ უნდოდა. პოლ ინსიც ასეთი იყო, უეს ბრაუნი კი, ჩვენი მრავალწლიანი ღირსეული მცველი, ამჯობინებდა მთელი თამაში ფეხშიშველას ჩაეტარებინა, ვიდრე პენალტი დაერტყა. ვფიქრობ, უესი ყოველთვის ლოცულობდა, რომ თამაში იქამდე არ მისულიყო, სანამ მასაც მოუწევდა ნიშნულთან მისვლა. მეორე მხრივ, იყვნენ ბიჭებიც, რომელთა თავდაჯერებულობა გვერდიდან გადმოედინებოდა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ერიკ კანტონა 11-მეტრიანიდან აცილებდა, მის სახეზე ეწერა კითხვა: "ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია?" ვგონებ, ამას წარმოუდგენელ რამედ მიიჩნევდა. დენის ირვინი, სტივ ბრიუსი, ბრაიან მაკკლერი, რუდ ვან ნისტელროი, რობინ ვან პერსი, უეინ რუნი - ყოველი მათგანი ტკბებოდა პენალტის შესრულებით. რუნი წარმატებას აღწევს, როცა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 2011 წლის მაისში "ბლექბერნ როვერსთან" 1-0 ვმარცხდებოდით. ჩემპიონატში გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი ქულა კმაროდა და ძირითადი დროის ამოწურვამდე 17 წუთით ადრე პენალტის დარტყმის უფლება მივიღეთ. რუნიმ ძლიერი დარტყმით გაახვია ბურთი ზედა კუთხეში. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე გამოსვლამდეც კი ჰქონდა გადაწყვეტილი სად დაარტყამდა და ეს მას ეხმარებოდა.

ხანდახან მესმოდა, რომ პენალტების სერია იყო წინ და მატჩის ბოლო წუთებში შესაფერის ფეხბურთელს ვუშვებდი მოედანზე. ასე მოვიქეცი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პენალტის დასარტყამად ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი გამოვიყვანე. მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო, მაგრამ საშინლად თავდაჯერებული თავის თავში. ანდერსონმა ჩვენი მეექვსე პენალტი გაიტანა და სწორედ ამით დაგვეხმარა "ჩელსის" დამარცხებასა და ამ ტურნირზე მესამე წარმატების მიღწევაში.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი 3)

ანდერსონი


ხანდახან მატჩის სტატუსმა ყველაზე გამოცდილი მოთამაშეც კი შეიძლება შეაშფოთოს. უბრალოდ წარმოიდგინეთ ზეწოლა, რომელიც თავს იჩენს ფეხბურთელის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში. შეუძლებელია, რომ ყურადღება არ მიაქციონ პრესას, გამოეთიშონ აჟიოტაჟს და სტადიონის ატმოსფეროს და აღიქვან ტურნირის ფინალი - განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალი - როგორც ერთი ჩვეულებრივი მატჩი 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ. ცხოვრებაში ასე არ ხდება. როცა 1991 წელს როტერდამში "ბარსელონას" უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში შევხვდით, პოლ ინსი 23 წლის იყო, ნერვების მოთოკვა უჭირდა. ვერც ის დაეხმარა, რომ მოედანზე გულშემატკივრების მოუსვლელობის გამო მატჩის დასაწყისი გადაიდო. მატჩის პირველი ნახევარი პოლმა ცუდად ჩაატარა, ბრაიან რობსონი აღშფოთდა. შესვენებისას მივმართე: "ინსი, უბრალოდ მატჩზე იფიქრე. დაივიწყე ყველაფერი, რაც მატჩამდე იყო. ცუდი არაფერი მოხდება. უბრალოდ მოედანზე გადი, მოდუნდი და ისიამოვნე". მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ თამაშობდა და რობსონთან ერთად დაცვას ეხმარებოდა.

ისეც ხდებოდა, რომ მოთამაშე თავად ირთულებდა ცხოვრებას და თავისივე განგაშს აძლიერებდა. ასე იყო 1995 წელს, როცა უეფა-ს თასიდან ვოლგოგრადის "როტორმა" გამოგვაგდო. გადავწყვიტე, ჯონ ო'კეინი, ძალიან ნიჭიერი ბიჭი, რომელიც მხოლოდ რამდენიმეჯერ გამოჩნდა შემადგენლობაში, მარჯვენა მცველად მეთამაშებინა. მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, როცა სასტარტო შემადგენლობები უკვე შეთანხმებული იყო, მთხოვა მარცხენა ფლანგზე დამეყენებინა. ნათელი იყო, რომ მატჩის წინ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ვეღარაფერს გავაწყობდი. მისი ბაგეებიდან გამომდინარი თხოვნა სიკვდილის წინა თხოვნას ჰგავდა, ვოლგოგრადელი ვინგერი უბრალოდ დაფრინავდა მოედანზე. მარჯვენა ფლანგზე ფილ ნევილი გადავიყვანე, ო'კეინი კი მარცხნივ გადავწიე, საბოლოოდ ნაკუწებად დაფლითეს და შეცვლის განხორციელება მატჩის პირველ ნახევარ საათში მომიხდა.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი 3)

დევიდ ბექჰემი ვლადიმირ ნიდერჰაუსის წინააღმდეგ


ხანდახან მოხდება ისეთი რამ, რასაც ვერ აკონტროლებ და მთელი გუნდის სიმტკიცე და თავდაჯერება ირღვევა. ასეთ მომენტებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სულისკვეთების წამოწევა. როცა "მანჩესტერ სიტიმ" ბრიტანეთში უნახავი ფულის ხარჯვა დაიწყო, "იუნაიტედში" ყველა გაზეთებს კითხულობდა და შოკში ვარდებოდნენ. ყველაფერი უფრო უარესი იყო, როცა 2012 წელს ჩემპიონობა "სიტისთან" გაშვებული და გატანილი ბურთების სხვაობით დავკარგეთ. მაშინ სეზონის ბოლო 6 მატჩში შესაძლო 18 ქულიდან მხოლოდ 10 ავიღეთ. ხალხმა შეიძლება არასწორად გამიგოს ან ჩემი სიტყვები უადგილო თავის გამართლებად ჩათვალოს, მაგრამ "სიტის" არ მოუგია ტიტული; ის ჩვენ წავაგეთ.

იმ ზაფხულს "სიტის" ჩემპიონობა საერთო თავდაჯერებულობის გასამყარებლად გამოვიყენე. როცა მომდევნო სეზონისთვის მზადება დავიწყეთ, ყოველთვის ვამტკიცებდი: "იუნაიტედი" ვალდებულია აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში გაიმარჯვოს. სულერთია, ვინ არის მოწინააღმდეგე - იქნება ეს პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თუ მეოთხე დივიზიონის რომელიმე გუნდი, რომელსაც ინგლისის თასზე დავუპირისპირდებით. ვალდებული ვიყავი, იდეოლოგია გამემყარებინა: არ არსებობს უფრო დიდი კლუბი, ვიდრე "იუნაიტედი" - რასაც არ უნდა ფლობდნენ მოწინააღმდეგე გუნდის პრეზიდენტები, თუნდაც მთელი სპარსული ყურის ნავთობს, თუნდაც მთელი რუსეთის ნახშირის მაღაროს.

ნაწილი მეორე
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2015 19:26
  • სიახლეები: 1386
  • კომენტარები: 12127
მსგავსი ხასიათი ჰქონდათ: კლუბისადმი აბსოლუტური ერთგულება;
აი ესეთი ეხლა ერთი ორი მაინც რო გვყავდეს ეგეც დიდი რამ იქნებოდა კლუბისთვის. წავიდა ფერგი და დასრულდა ეგ ხანაც, რა თქმა უნდა დროის ცვლილებაცაა მაგრამ ფულის გულისთვის გუნდში არ თამაშობდნენ, უმეეტსობა მაინც
0
№2
ავტორი: abrama
29 ოქტომბერი 2015 20:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 925
Dagvibrundi babuu.

Please
0
№3
ავტორი: Mufc7
29 ოქტომბერი 2015 20:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3019
ჩემი საყვარელი love როგორ მინდა, რომ ისევ ის დრო იყოს- იმ ''იუნაიტედს'' ვხედავდე, როგორიც შემიყვარდა წლების წინ და ისევ ფერგის ვხედავდე ჩვენი გუნდის სათავეში. ფერგი და ''იუნაიტედი'' სინონიმებია, ''იუნაიტედი'' და ფერგი recourse ცოტა ხნით მაინც შეიძლებოდეს დროის დაბრუნება, რატომ არ შეიძლება?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2015 07:29
  • სიახლეები: 6852
  • კომენტარები: 8666
გამორჩეული უნარია ადამიანისთვის რამის მიცემა. რამეში მატერიალურს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მორალურად და სულიერად მისი გამოკვება უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანები ერთმანეთზე დიდ გავლენას ვახდენთ და ხშირად ჩვენს შესაძლებლობებს ბოროტადაც ვიყენებთ. წარმოუდგენელიც კია, რამდენად დიდია ერთი კაცის ეფექტი მეორეზე. ვფიქრობ, ფერგიუსონი ამის გამოყენებითაც ახერხებდა გუნდისთვის წარმატების მოტანას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Martial
30 ოქტომბერი 2015 10:31
  • სიახლეები: 51
  • კომენტარები: 468
ბაბუ ♥ როგორ მომენატრა :))

მადლობა ავტორს ამ სიახლისთვის :))
0
№6
ავტორი: AkkRed
30 ოქტომბერი 2015 10:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4671
თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერი მოთამაშის თავდაჯერება შეიძლება შეირყას. ადამიანს შეიძლება უიღბლო დღე ჰქონდეს, როცა შენკენ მოძრავი ბურთის დანახვაც კი არ გსურს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მოთამაშეს გულის სიღრმეში შეიძლება სურდეს, რომ შეცვალონ. ჩემს პერიოდში ყველაზე მეტი ეჭვი თავდამსხმელებსა და მეკარეებს ჰქონდათ. თუ თავდაჯერებულობას კარგავდნენ, სულ სხვა ადამიანები ხდებოდნენ. როცა თავდამსხმელი ვერ იტანს, დარწმუნებულია, რომ ვერასდროს გაიტანს და პირიქით - თუ იტანს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ააცილებს.


რუნის პრობლემაა ეს მგონი და არ ჰყავს ადამიანი ვინც დაეხმარება ამის გადალახვაში.

ხალხმა შეიძლება არასწორად გამიგოს ან ჩემი სიტყვები უადგილო თავის გამართლებად ჩათვალოს, მაგრამ "სიტის" არ მოუგია ტიტული; ის ჩვენ წავაგეთ.


არც ამაშია რამე გასაკვირი, იმიტომ რომ მართლაც ჩვენი დაუჯერებლად სუსტი თამაშის ფონზე წამოგვეწია და გაიმარჯვა სიტიმაც.


რაც შეეხება თვითნ ფერგის. ადამიანი რომელსაც შეუძლია ჩაგინერგოს თვითრწმენა და მიზანდასახულობა ასეთების მაგალითი კი ძალიან ბევრია. დე ხეა, ქლევერლი. ვალენსია, გიბსონი და ა.შ. ესეთ ფეხბურთელები და ზოგადად პიროვნებები როცა უსუსურობიდან ძალას გმატებენ ეს არის მოტივაცია და ბიძგი რომ გააგრძელო გზა და ზოგი მიჰყვება ბოლომდე ზოგი კი ჩერდება რაღაც დონეზე. არ ვიცი ამაზე მეტი სიმდიდრე რა უნდა იყოს როცა ადამიანი მიზანდასახულობას გინერგავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 იანვარი 2019, 19:00
იუნაიტედი
ბრაიტონი
პრემიერ ლიგა
25 იანვარი 2019, 23:55
არსენალი
იუნაიტედი
ინგლისის თასი
29 იანვარი 2019, 23:59
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი19 იანვარი
არსენალი25 იანვარი
ბარნლი29 იანვარი

წინა მატჩები

13 იანვარი 2019, 20:30
ტოტენჰემი0
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
5 იანვარი 2019, 16:30
იუნაიტედი2
რედინგი0
ინგლისის ასოციაციის თასი
2 იანვარი 2019, 23:59
ნიუკასლი0
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი13 იანვარი
რედინგი5 იანვარი
ნიუკასლი2 იანვარი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top